რუსეთი ყირიმთან დაკავშირებით უკრაინასთან ვაჭრობას არ აპირებს

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ყირიმი არის ის თემა, რომელიც არანაირ მოლაპარაკებას ექვემდებარება და ეს საკითხი დღის წესრიგში არც არასდროს დადგება.

„ყირიმი რუსეთის ნაწილია. ეს საკითხი არ განიხილება. გამორიცხულია რუსეთის რომელიმე რეგიონის შემდგომი ბედი ვინმესთან განვიხილოთ“ – განმარტავს პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თურქეთში რუსულ-უკრაინულმა მხარემ იმსჯელა, სწორედ ყირიმი იყო. როგორც უკრაინული დელეგაციის წევრი –  მიხეილო პოდოლიაკი აცხადებს, ყირიმზე შეთანხმება ცალკე უნდა მოხდეს და არა ერთიან კონტექტსში და ამ თემაზე მსჯელობა მაქსიმუმ 15 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მსგავსი თემები