მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანენ. მიხეილ სააკაშილი გეგმავს დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდება ყოფილ პრეზიდენტს  2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

ბრალდებულს კი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

მსგავსი თემები