„წითელი ხაზები გადაიკვეთა“ – დეკანოზი დავით ქვლივიძე

“არ მეგონა, საქართველოში თუ ასე უყვარდათ პატრიარქი“ –  ეს განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მეუფე პეტრემ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

„არ მეგონა, თუ საქართველოში ასე უყვარდათ პატრიარქი. უწმინდესმა და სინოდმა, ეკლესიამ გამოაჩინა თავშეკავების მაქსიმუმი. არასოდეს პატრიარქს თავი არ უმართლებია. ჩვენც სულ  გვეუბნებოდა მოითმინეთო. გუშინ, წითელი ხაზები გადაკვეთა მოხდა. გუშინ ისე მოიქცა მეუფე პეტრე, რომ ხალხი შოკირებულია. ჩემი უახლოესი გარემოცვისთვის დამჭირდა ახსნა, თუ რა ხდება. მოხდა ლუსტრირება. არაა დაფარული რომელიც არ გაცხადდეს. ადამიანმა თავისი თავი წარმოაჩინა“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საქართველოს დღეს მძიმე დღეები უდგას და ეკლესიასთან ბრძოლა ახლა არ დაწყებულა.

„მძიმე დღეებია საქართველოსთვის. თუ ეკლესიაში  სიწყნარე არ იქნება,  ქვეყანა ვერ დალაგდება. საქართველოს ეკლესიასთან ბრძოლა მიდის წლებია. მთავარი ამოცანაა ქართველების მენტალიტეტის შეცვლა. თბილისი ერთადერთი ქალაქია, სადაც „მამათმავლებმა“ აღლუმი ვერ ჩაატარეს. ამიტომ, დასჭირდათ ეკლესიასთან ბრძოლა“ – აღნიშნა დეკანოზმა.  

მსგავსი თემები