„რუსეთმა 40 ათასი ადამიანი უკრაინიდან ძალდატანებით გაიყვანა”- ირინა ვერეშჩიუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის  ირინა ვერეშჩიუკის განცხადებით, რუსეთს იძულებიღ გაჰყავს ადამიანები უკრაინიდან. მისი ინფორმაციით, უკვე ქვეყანა 40 ათასმა მოქალაქემ დატოვა და ისინი კვაზიდერეფნების საშუალებით, გაურკვეველი მიმართულებით გადაადგილდებიან.

„არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად მოქალაქეებს არ უნდათ „გადარჩენა“ აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, რუს სამხედროებს ისინი ძალდატანებით გაჰყავთ ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით ან რუსეთში“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, კიევიდან დევნილი მოსახლეობა, ბელარუსში გადაჰყავთ.

 

მსგავსი თემები