ჩერნობილის მიმდებარედ, სლავუტიჩი რუსეთმა დაიკავა

„წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში და იმ აქციაზე საუბრობს, რომელიც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა შეიარაღებული ოკუპანტის ჯარების წინააღმდეგ გამართეს.

„ყველანი ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც სლავუტიჩში გაიმართა. ყველამ ერთად ვუთხარით ოკუპანტებს: „წადით სახლში, ვიდრე სიარული შეგიძლიათ“. სლავუტიჩში რუს ოკუპანტებს ისეთივე პროტესტით დახვდა, როგორც სხვა ქალაქები. უკრაინა ერთიანია მისწრაფებაში, იცხოვროს თავისუფლად და დამოუკიდებლად, საკუთარი ოცნებებისთვის და არა სხვების ავადმყოფური ფანტაზიებისთვის“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ სლავუტიჩში, რომელიც დღეს ოკუპანტების ხელშია, მოსახლეობა რუსის ტანკებს დროშებითა და პლაკატებით დაუდგა წინ და იმ მიმართულებისკენ მიუთითეს, სადაც უნდა წავიდნენ.

 

მსგავსი თემები