კრემლს გაძლიერების და დასავლეთის „დაჩოქების“ ახალი სტრატეგია აქვს   

რუსეთი იმ ქვეყნებზე იმუშავებს, ვინც დასავლეთის „ისტერიას“ არ ემორჩილება. აღნიშნულ განცხადებს რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აკეთებს და აცხადებს, რომ საჭიროა იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება, ვისთვისაც დასავლეთის თითის ქნევა მიუღებელია.

„ამ ტერმინს, რომელსაც ნაცისტური გერმანია იყენებდა, ახლა ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი იყენებს, როცა საუბრობენ იმის შესახებ, რისი გაკეთება სურთ რუსეთის ფედერაციისთვის,“ – აცხადებს  რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და გულისხმობს ჰიბრიდულ ომს.

მისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასავლეთის გზავნილები, რომ  დაახრჩონ რუსეთის ეკონომიკა. შესაბამისად, ისეთი ქვეყნების შემოკრებაზე იმუშავებს, ვინც დასავლეთს არ ემორჩილება.

„აუცილებელია თანამშრომლობის გაღრმავება იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ ემორჩილებიან დასავლეთში გაჩენილ ანტირუსულ ისტერიას.  ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ სახელმწიფოების სტრუქტურებთან ურთიერთქმედების გაძლიერებაზე, რომლებსაც არ შეხებია ანტირუსული ისტერია და ეს, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო საზოგადოების წევრების აბსოლუტური უმრავლესობაა“ – განმარტავს საგარეო მინისტრი.

 

მსგავსი თემები