აფხაზეთი რუსეთს ფეხქვეშ ეგება და ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონტაქტების განვითარებას ეფიცება

მოსკოვში, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო მინისტრის შეხვედრა შედგა. ასლან ბჟანია კრემლში იმიტომ ჩავიდა, რომ მოსკოვისთვის ერთგულება კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა და ეთქვა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებლად ცნობს და კონტაქტებს გააღრმავებს.

„დავაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ორ ახალი “სახელმწიფოსთან” კონტაქტების განვითარებას”, – მიმართა ლავროვმა ბჟანია.

თავის მხრივ, დეფაქტო პრეზიდენტმა რუსეთს ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ დაუდო.

„ჩვენ ვაღიარეთ დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, გავმართეთ მრავალათასიანი მიტინგი, ორჯერ ჩავატარეთ ჰუმანიტარული აქცია, გავუგზავნეთ ტვირთი ამ რესპუბლიკების მცხოვრებლებს. ამჟამად აფხაზეთში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 150-ზე მეტი ქალი და ბავშვი ისვენებს. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურებს,“- ასეთია დეფაქტო ბჟანიას მორიგი გზავნილი.

 

მსგავსი თემები