უკრაინაში აცხადებენ, რომ სააკაშვილს ომის გამოცდილება აქვს და მის ეტაპირებას ითხოვენ

მიხელ სააკაშვილმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს საქართველო. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის თავმჯდომარემ ელენა შულიაკმა განაცხადა. სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში ამბობს, რომ შესაბამისი წერილი უკრაინის მთავრობამ საქართველოში უკვე გამოგზავნა.

წერილში ნახსენებია, რომ სააკაშვილს აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება 2008 წელს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც ახლა უკრაინის სახელმწიფოს გამოადგება. მისივე თქმით, განცხადება ყველა ქართველმა პარლამენტარმა მიიღო და აპირებს ტელეფონით დაკავშირებასაც.

თავის მხრივ, უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა რომ ამ თემის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თალაკვაძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დარჩება საქართველოში და ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა.

მსგავსი თემები