სამშობიარო საცხენოსნოს სარდაფში

გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის ჯარებმა უკრაინის ქალაქი ხარკოვი რამდენჯერმე დაბომბეს. მშობიარე ქალები, რომლებიც მშობიარობას დღე-დღეზე ელოდებიან და მათთვის გადაადგილება შეუძლებელია, იძულებულები გახდნენ, თავშესაფარი საცხენოსნო სარდაფში მოეწყოთ.

სარდაფში რამდენიმე მშობიარე, ახალნამშობიარევი და ჩვილი იმყოფება. მათთან ერთად არიან ის მედდები, რომლები ცდილობენ, დედები და შვილები დაიცვან.

სამედიცინო პერსონალის განცხადებით, სარდაფებში ის ქალები ჩაიყვანეს, რომლებიც მშობიარობას ყოველ წუთს ელოდებიან.

„ბავშვები ჩამოვიყვანეთ აქ, სარდაფში. ეს ის ახალშობილები არიან, რომლებსაც რეანიმაციაში დაყოვნება უკვე არ სჭირდებათ.  ომის მიუხედავად, ვცდილობთ, სწორედ აქ  შევქმნათ ელემენტარული პირობები მათთვის. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა“ – აცხადებს მედდა

მშობიარე ქალები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.

 

მსგავსი თემები