ჩინეთი აცხადებს, რომ უკრაინას პოლიტიკურად და ეკონომიკურად მხარს დაუჭერს

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, ჩინეთ-რუსეთის საეჭვო ურთიერთობა ერთ-ერთი საკრიტიკო თემა გახდა. კერძოდ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დახმარება ჩინეთს სთხოვა. აღნიშნულმა, რუსეთთან ერთად, აგრესია ჩინეთის მიმართაც გამოიწვია.

დღეს კი, ჩინეთი იძულებული გახდა, უკრაინის სუვერენიტეტისათვის დიპლომატიურად დაეჭირა მხარი და ასევე დიპლომატიურად თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.

„ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა. როგორც ელჩმა, შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩინეთი მუდამ იქნება ი ძალა უკრაინისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ თქვენს სახელმწიფოს, განვავითარებთ ურთიერთობებს თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე. პატივს ვცემთ უკრაინელების მიერ არჩეულ გზას, რადგან ეს არის ყველა ერის სუვერენული უფლება“, – ეს განცხადება უკრაინაში ჩინეთის სრულუფლებიან ელჩ ს – ფან ქსიანრონგს ეკუთვნის.

 

მსგავსი თემები