პარლამენტში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის შეყვანისთვის უმრავლესობა პრეზიდენტს აკრიტიკებს  

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, თავისი გამოსვლით „ცეცხლი დაანთო“.  სალომე ზურაბიშვილმა ცოდვები ყველას ჩამოუთვალა – მთავრობას, უმრავლესობას და ოპოზიციას. მმართველმა გუნდმაც არ დააყოვნა, პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და საკუთარი ცოდვები გაუხსენა.

„გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ ბატონი წარმომადგენელი (უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი) სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მისწერეთ წერილი პარლამენტს და ეს ჩემი აზრით, ინსტიტუტის უპატივცემულობაა“, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს.

მისი შეფასებით, როცა პრეზიდენტი სხვას მიუთითებს შეცდომებისკენ, თავად არ უნდა არღვევდეს კონსტიტუციას.

„როდესაც თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისკენ, ამას კადრულობენ ახლაც. როდესაც ჩვენ ვისმენთ სიტყვებს ამ დარბაზში, რომ უკრაინის ტრაგედიის ხარჯზე ჩნდება ახალი შანსი – ამ სიტყვებს ვისმენთ ჩვენი კოლეგებისგან და თუ ამას არ იკადრებენ, არავისთან საჩხუბარი არ გვაქვს. ჩვენ იმიტომ ვართ ხანდახან იძულებული და გვიწევს პასუხის გაცემა, რომ უკადრებელის კადრებას ვხედავთ მეორე მხრიდან, როდესაც საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე. დღეს არის სწორედ ეს ბეწვის ხიდი, როდესაც საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას, ამავდროულად, ეს ქვეყანა და ხალხი უნდა ააშოროს კატასტროფას და დიდ უბედურებას, რასაც ომი ჰქვია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მსგავსი თემები