„ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი“ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართულ მხარეს მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რეკომენდაციების შესრულებს მისდიოს. როგორც რობერტა მეცოლა აცხადებს, ყველას, ვინც ევროპას განიხილავს როგორც საკუთარ ოჯახს, შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

„გზა, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული, მისასალმებელია. ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან მკაფიო იყო და არის თქვენი ქვეყნის პერსპექტივასთან დაკავშირებით. ვაგრძელებ საუბარს თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმაში დასარწმუნებლად, რომ რეკომენდაციებს მისდიოთ. ვფიქრობ, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ევროპას უყურებს, როგორც საკუთარ სახლს, კარი ფართოდ უნდა იყოს გახსნილი. ასეთია ჩემი პოზიცია თქვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც“, – აცხადებს  რობერტა მეცოლა.

 

მსგავსი თემები