სუმში დაბომბვებს 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 2 ბავშვია

რუსულ ბომბებს სუმში მძინარე  ბავშვები შეეწირნენ. ავიაიერიში რუსულმა არმიამ საცხოვრებელ დასახლებაზე გვიან ღამით მიიტანა. ოციალური ინფორმაციით, დაღუპულია ათობით ადამიანი. სამაშველო ოპერაცია დგილზე ამ წუთებშიც გრძელდება.

მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ნიკოლაევიც, სადაც ოკუპანტებმა იერიში სამხედრო ყაზარმაზე მიიტანეს, სადაც 30-ზე მეტი სამხედრო იმყოფებოდა.  ამ დროისათვის მაშველები ყაზარმის ნანგრევებში გარდაცვლილებს ეძებენ.

ავიერიერიშები ხორციელდებოდა ახტირკაში, ბიტიცაში,  ჩერნიახოვსა და ჟიტომირში. დაბომბვის შედეგად ნავთობის საწყობები აფეთქდა. მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

აგრესორების მთავარ სამიზნედ ისევ დედაქალაქი რჩება. რუსული სოკუპაციო ძალები კიევის მისადგომებს და მის გარშემო ქალაქებს ანადგურებენ. უკრაინელმა სამხედროებმა გამთენიისას რამდენიმე რუსული რაკეტა გაანადგურეს.

მსგავსი თემები