იაპონიისა და ავსტრალიის “შავი სიაშ” – სანქციები რამზან კადიროვსა და რუს პოლიტიკოსებს

იაპონიის მთავრობამ 32 რუს და ბელარუსელ ოლიგარქს შეზღუდვები დაუწესა. აქტივებს გაუყინავენ 12 კომპანიას. იაპონიის პერსონალური სანქციები შეეხო ვლადიმერ პუტინის პრესმდივანს დმიტრი პესკოვს, ასევე ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს და ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვს​. სანქციები დაწესდება ნავთობის გადამამუშავებელი აღჭურვილობის ექსპორტზეც.

რუსი ოფიცრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა ავსტრალიამაცსანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა. შეზღუდვები დაწესდება ავსტრალიიდან იმ საქონლის ექსპორტზე, რომლითაც რუსული ჯარი მარაგდება.

სანქციების სიას პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფი 10 პირი დაუმატა კანადამაც.

მსგავსი თემები