„გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი  

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის დამტკიცებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება და რუსეთს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„მივესალმები გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ უპრეცედენტო უმრავლესობით რეზოლუციის დამტკიცებას ძლიერი მოწოდებით რუსეთის ფედერაციის მიმართ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ვერაგული თავდასხმა უკრაინაზე. მადლობელი ვარ ყველასი, თითოეული სახელმწიფოსი, რომელმაც სასარგებლოდ მისცა ხმა. თქვენ აირჩიეთ ისტორიის სწორი მხარე.

კენჭისყრის გამანადგურებელი შედეგები გაერო-ში აგრესორისთვის დამაჯერებლად აჩვენებს, რომ გლობალური ანტიპუტინური კოალიცია შექმნილია და ფუნქციონირებს. მსოფლიო ჩვენთან ერთადაა. სიმართლე ჩვენს მხარესაა. გამარჯვება ჩვენი იქნება“, – წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ გაერო-მ  მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას 193 წევრი ქვეყნიდან 141-მა მხარი დაუჭირა, მათ შორის საქართველომ.

 

 

მსგავსი თემები