70-მდე მებრძოლი დაიღუპა, მათთვის ადგილებს სასაფლაოზე ამზადებენ

ოკუპანტი ქვეყნის ჯარებმა მორიგი იერიშს ქალაქ ხერსონზე მიიტანეს.   პარალელურად, დარტყმები განხორციელდა სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში. საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად  დაღუპულია 70-მდე უკრაინელი  მებრძოლი.

„მოწინააღმდეგემ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ცხედრების ნანგრევებიდან ამოყვანა გრძელდება. მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური, მოხალისეები. გარდაცვლილი ბევრია. ახლა სასაფლაოზე ამზადებენ ადგილებს 70 დაღუპული უკრაინელი მებრძოლისთვის“, –  აცხადებს სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ადგილობრივ მედიასთან.

 

მსგავსი თემები