საქართველოს მთავრობა სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონ ლარს უკრაინის დასახმარებლად გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა.

“სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები