დავით თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალი დავით თევზაძე საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად დაინიშნა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

დავით თევზაძე აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

დავით თევზაძე 1998-2004 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო. 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს.  2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.

 

მსგავსი თემები