ამერიკა უარყოფს ინფორმაციას, რომ უკრაინას ნატოში გაწევრიანება ჯერ არ მოხდება

ამერიკის შეერთებული შტატები უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენმა თითქოს ის დაარწმუნა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხებაზე. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენს ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე არანაირი გარანტია მიუცია.

„გარწმუნებთ, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას“, – აცხადებენ თეთრს სახლში.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში „ხვალ“ არც მიიღებენ.

პუტინის მტკიცებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში ჯერ არ მიიღებენ

მსგავსი თემები