პუტინის მტკიცებით, ჯო ბაიდენმა ის დაარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში ჯერ არ მიიღებენ

„უკრაინის ნატო-ში მიღებას ხვალვე არ გეგმავენ, უფრო მეტიც, შესაძლოა, მორატორიუმი“ – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მისი განცხადებით, ამაში ის ჯო ბაიდენმა დაარწმუნა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, უკრაინის ალიანში მიღების შემთხვევაში, საფრთხე იზრდება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერების მიმართვა მათი სუვერენიტეტის აღიარების შესახებ და ამავე საკითხზე სახელმწიფო დუმის რეზოლუცია… თუ რუსეთი აღმოჩნდება ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიც უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებაა, მაშინ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის მრავალმხრივ იზრდება“, – განაცხადა პუტინმა.

პუტინი საფრთხეს იმაშიც ხედავს, რომ შესაძლოა უკრაინამ ყირიმისთვის ბრძოლა დაიწყოს. მისივე შეფასებით, ზოგი ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია.

მსგავსი თემები