სასამართლო პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს ისევ ხმაური იქნება. ამჯერად, სასამართლო, ყოფილ პრეზიდენტის მიმართ 7 ნოემბრის საქმეზე არსებულ  ბრალდებებს განიხილავს. სხდომას ტავად ბრალდებული პრეზიდენტიც დაესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პარალელურად, სასამართლოს ეზოში ბრალდებული პრეზიდენტის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას გამართავენ.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალი  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები