კორონავირუსის 7 ახალი შემთვევიდან 2-ის წყაროს დასადგენად ეპიდეკვლევა გრძელდება

  •  

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევიდან 3 არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით.

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ისევ 82%-ია. კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის მკურნალობას გადის 239 პაციენტი. მათგან 4 მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ, 16-ის კი მძიმედ ფასდება.

ინფექციურ საავადმყოფოში 18 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა თუმცა სტაბილური.

მსგავსი თემები