საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების დასტაბილურებისთვის ყველა ღონეს იხმარს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არის კვლავაც მიმართოს საკუთარი ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების დეესკალაციას მიაღწიოს.

“რესპუბლიკის პრეზიდენტი წავა ნებისმიერ რისკზე იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. თუკი ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება ახალი საზღვარგარეთული ვიზიტი, ის ამ ვიზიტს განახორციელებს”, – განაცხადეს პრეზიდენტის კანცელარიაში.

შაბათს ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტთან ვლადიმერ ზელენსკისთან მოლაპარაკება გამართა, დღეს კი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინტან სატელეფონო საუბარს გეგმავს.

მსგავსი თემები