“ჩვენი მიუხენის კონფერენციაზე ყოფნა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი”, – დავით ზალკალიანი

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები