ბრაზილიაში წყალდიდობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა, 200-მდე ადამიანი დაკარგულია

BBC-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველების თქმით, ცოცხალი ადამიანების პოვნის იმედი ცოტაა.

ოფიციალური პირებიც ცნობით, დაიღუპა 146 ადამიანი, მათ შორის სულ მცირე 27 ბავშვი და მოზარდი, ხოლო 191 დაკარგულად ითვლება. სკოლებში და თავშესაფრებში 900-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული.

“შეუძლებელია აქ მძიმე ტექნიკის შემოტანა, ასე რომ, ჩვენ ძირითადად ჭიანჭველებივით უნდა ვიმუშაოთ, ნელ-ნელა წავიდეთ წინ”. – განუცხადა AFP-ს რობერტო ამარალმა, ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის სპეციალური სამაშველო ჯგუფის კოორდინატორმა.

მსგავსი თემები