“რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ”, – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი გეგმავს ყველაზე დიდ ომს ევროპაში 1945 წლის შემდეგ. ჯონსონის ინფორმაციით, დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას, უკრაინის დედაქალაქ კიევის ალყაში მოქცევით.

ჯონსონმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო შორს მიმავალ სანქციებს შემოიტანს, ვიდრე ადრე იყო შემოთავაზებული. ჯონსონის შეფასებით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით.

 

მსგავსი თემები