ახალშობილის მკვლელობისა და გადაგდებისთვის დედას პატიმრობა შეუფარდეს

34 წლის ქალს, ფოთის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალდების მხარე  ახალშობილის გაგუდვასა და შემდეგ კანალიზაციის მილში გადაგდებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს ფოთში, დევნილთა დასახლებაში ჩვილის ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც საკანალიზაციო მილი გაიჭედა და დასახმარებლად სანტექნიკოსი გამოიძახეს.

შემდეგი სასამართლო პროცესი აპრილში ჩაინიშნა.

“ახალშობილი გაგუდა და საკანალიზაციო მილში მოათავსა” – პროკურატურა

მსგავსი თემები