ბათუმში არჩევნების შედეგები უბნების დახურვისთანავე გახდება ცნობილი

ცესკოს განცხადებით, ბათუმში არჩევნების შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი, რადგანაც, ხმების დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით ხორციელდება.

„დღეს საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს და საარჩევნო უბნებზე უზრუნველყოფილია ყველასათვის ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო.

ბათუმის 14 საარჩევნო უბანზე, ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით. შედეგები საუბნო საარჩევნო კომისიებში, ბათუმში ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთანავე გახდება ცნობილი“ – აცხადებენ ცესკოში.

მსგავსი თემები