ვირუსით 15 644 ინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 912 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 15 644 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  29.57%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 511 800.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 29.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.01% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 24 110 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 324 172.

 

მსგავსი თემები