მძიმე პაციენტია 1 309 პირი

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა 180 385 – ია, საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28.

1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 – თბილისში, 308 – აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 10, ხოლო აჭარაში – 0

მსგავსი თემები