მძიმე პაციენტია 1 309 პირი

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების აქტიური შემთხვევა 180 385 – ია, საიდანაც: 5 974 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 382, აჭარაში – 696, იმერეთში – 1 193. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 309 პირი, მათ შორის, თბილისში – 480, აჭარაში – 150, იმერეთში – 422. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 40, იმერეთში – 28. 1 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 778 – თბილისში, 308 – აჭარაში. 173 150 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 10…

მეტი...

„ცოტა „მსუქანი“ მიწისძვრა რომ მოხდეს, რას აპირებენ? – თეა გოდოლაძე ლისის ფერდის საშიშროებაზე

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის,  თეა გოდოლაძის განცხადებით, ლისის ფერდი მაგნიტუდა 5 სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, არადა, ფერდს მაგნიტუდა 7-ის პოტენციალი აქვს. აღნიშნულ თემაზე გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ  მშენებლობისთვის მეწყრული ზონებია გაყიდული.      „კიდევ გააგრძელებთ ამ ფერდის ასე შეხებას, უარესს მიიღებთ. აუცილებელია, პროფესიონალები დასხდნენ და იმსჯელონ. ქალაქის განაშენიანება პოლიტიკოსების გადასაწყვეტი  არ არის.  საერთოდ არაფერი ესმით რას აკეთებენ, არც პოზიციას და არც ოპოზიციას. მძიმე დარგია და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ამას პოლიტიკოსი არ წყვეტს, წყვეტენ ურბანისტები, გეოლოგები და ინჟინერები. არიან ვიღაც დიახ „ტიპები“, რომლებიც…

მეტი...

ვინც აკრძალვის დღეებში სასაფლაოზე გავა, 2 000 ლარით დაჯარიმდება

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე წლის 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. შსს-ს განცხადებით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. 2 მაისიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს გააკონტროლებს. „შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“…

მეტი...

მესტიაში გადაადგილება შეიზღუდება

მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება, მათ შორის დაწესდება შეზღუდვები გადაადგილებაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ. მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირა.

მეტი...

ჩვენ შესახებ

➔პრესკლუბის ტრანსლირება ხდება  პირდაპირი ეთერით „ლაივსტრიმის“ საშუალებით; ➔პრესკლუბში გაჟღეღებული ინიციატივა თუ განცხადება თემების მიხედვით მუშავდება და სრული ვიდეომასალა ოპერატიულად იტვირთება პორტალზე  mcm.ge; ➔პრესკლუბში გაჟღეღებულ თემებზე ოპერატიულად იწერება ინფორმაცია, რომელიც იტვირთება როგორც პორტალზე  mcm.ge, ასევე, იგზავნება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ საინფორმაციო საშუალებებში; ➔პრესკლუბში მოწვეული სტუმრისა და თემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება წინასწარ, რის შემდეგაც მედიასაშუალებები (ტელევიზია, რადიო, სააგენტო) ესწრებიან პრესკლუბს და აშუქებენ პროცესს; ➔რეგიონალური მაუწყებლები, რომლებსაც დედაქალაქში წარმომადგენლობა არ ჰყავთ, პრესკლუბის დამთავრების შემდეგ, პრესკონფერენციის ვიდეო ჩანაწერს FTP ფაილის სახით ღებულობენ და შესაძლებლობა აქვთ ის ნაწილი ამოჭრან და გამოიყენონ, რაც მათთვის საინტერესოა; ➔რეგიონალური მაუწყებლებს, რომელთაც კონკრეტული სტუმარი და თემა აინტერესებთ,  აქვთ…

მეტი...