ნათელაშვილს მანდატი ისე შეუწყვიტეს, პარლამეტში შესვლაც ვერ მოასწრო

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილს დეპუტატებმა საპარლამენტო მანდატი შეუწყვიტეს. ნათელაშვილი 7 თვის განმავლობაში საპარლამენტო სესიებს ერთხელაც არ დასწრებია, რადგანაც მან დეპუტატობაზე უარი განაცხადა.

შალვა ნათელაშვილმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის უკან მიიღო, თუმცა, არ დასცალდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს არასაპატიო მიზეზებით საპარლამენტო სხდომების გაცდენას, ნათელაშვილს მანდატი ისე შეუწყვიტეს, მან სხდომათა დარბაზში შესვლაც ვერ მოასწრო.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, საუბარია გასული სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით გაცდენილ სხდომებზე. შალვა ნათელაშვილმა მან წინა სესიაზე 15 სხდომა გააცდინა, ხოლო 70 სხდომიდან კი არც ერთს დასწრებია.

შალვა ნათელაშვილი კოვიდინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, ის არც  დღევანდელ სხდომას დასწრებია.

მსგავსი თემები