პარლამენტს 4 დეპუტატი გამოაკლდა, მათ მანდატი ვადაზე ადრე შეუწყვიტეს

ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და კახა ჯუჭავა – ეს ის ყოფილი დეპუტატები არიან, რომლებსაც პარლამენტმა მანდატი შეუწყვიტა.

დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

kახაბერ კუჭავა – 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი;

ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38- წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარიასთვის და შალვა ნათელაშვილისთვის მანდატების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. ამავდროულად, ელენე ხოშტარია თავად ითხოვდა მანდატის შეწყვეტას.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

ნათელაშვილს მანდატი ისე შეუწყვიტეს, პარლამეტში შესვლაც ვერ მოასწრო

მსგავსი თემები