ტექნიკური პრობლემების გამო, ინფიცირების მაჩვენებელი არასწორად აიტვირთა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების შესახებ მათ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაცია არაზუსტია და არსებულ რეალობას სრულად არ ასახავს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ვებ-გვერდზე ზუსტი ინფორმაციის განთავსება ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, Stopcov.ge-ზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი, რაც წინა ციფრებთან შედარებით არარეალურია.

მსგავსი თემები