„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ბავშვივით ეჭყანება“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი იაგო ხვიჩია თვლის, რომ მმართველი გუნდი გათამამებულია. ამით ხსნის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ქმედებებს და ამბობს, რომ ის ოპოზიციას ეჭყანება.

„ჩემი აზრით, “ქართული ოცნება“ გათამამებულია ამ არჩევნების მერე და საკუთარ თავს ცუდად მოქცევის უფლებას აძლევს. “ქართული ოცნება” ამ თემაზე სერიოზულად არ ლაპარაკობს და ბავშვები რომ ერთმანეთს ეჭყანებიან, ზუსტად ისე ეჭყანება ოპოზიციას. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ არანაირ დისკუსიაში ამ თვალსაზრისით არ შევიდეთ და მოვემზადოთ 5%-იანი ბარიერისთვის შემდეგი არჩევნებისთვის“ –  განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ სქმე ეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას. ის არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გადაწყვეტილების მიღებამ მინიმუმ 2023 წლამდე გადაიწიოს.

მსგავსი თემები