1 ლარად სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებსა და მამიკოებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამჟამინდელ ოპოზიციას მათი მმართველობის პერიოდს ახსენებს და მიუთითებს, რომ სწორედ მათ დროს ხდებოდა სახელმწიფო ქონების განიავება.

„წინა ხელისუფლების პირობებში ძალიან ხშირად გვახსოვს ფაქტები, როდესაც 1 ლარად ხდებოდა სახელმწიფო ქონების გადაცემა დედიკოებზე, მამიკოებზე. ფინანსდებოდა საკუთარი ოჯახის წევრების, მაგალითად, ბავშვების სწავლის დაფინანსება იმ მოტივით, რომ ნიჭიერები არიან. მე ოთხი შვილი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია. საზოგადოების მხრიდან როგორი დამოკიდებულება იქნებოდა ჩემს მიმართ, ბიუჯეტიდან ფული რომ ავიღო და ჩემი შვილების სწავლა დავაფინანსო, ეს ნორმალურია? მახსოვს ასევე საჩუქრები კონკრეტული მეგობარი გოგონებისთვის. ეს ძალიან მძიმე თემა იყო, როდესაც პირადი დაკმაყოფილების მიზნით ბიუჯეტი იძარცვებოდა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები