„მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს“ – მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

დღეში 50 გარდაცვალება და 25 000-ზე მეტი ინფიცირება  – ამ ეტაპზე, ასეთია „ომიკრონის“ მზარდი სტატისტიკა. როგორც პროფესორი და ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი აცხადებს, საჭიროა, როგორც საწოლფონდის, ისე მედპერსონალის გაფრთხილება.

„ამ დროისათვის საწოლფონდი უზრუნველყოფს დაავადებულთა მკურნალობას და ამის რესურსი ინფიცირებულთა გაზრდის შემთხვევაშიც ექნება. მიუხედავად ამისა, საჭიროა მოვუფრთხილდეთ საწოლფონდს და დავიცვათ რეგულაციები“ – აცხადებ მაკა ბულეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

რა მდგომარეობა გვაქვს კლინიკური მართვის თვალსაზრისით, როგორის ინფიცირება ექიმებში – ამ და სხვა საკითხებზე პროფესორი მაკა  ბულეიშვილი 11:00 საათზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრებს (პირდაპირი ეთერი: https://www.facebook.com/mcm.ge).

 

მსგავსი თემები