16:26 საათზე, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა სახელმწიფო საზღვრიდან 61 კმ – ში, რუსეთში, ინგუშეთთან მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.8 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.