„კლინიკურ მართვაში ქაოსია“ – იმუნოლოგი საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე აცხადებს, რომ კლინიკურ მართვათან დაკავშირებით დიდი ქაოსია და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, სამ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოს ყურადღება.

„კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით დიდი ქაოსია, საუბარი არ არის ცალკეულ ექიმებზე, რომლებიც ადგილზე ყველაფერს ცდილობენ. ეს უნდა რეგულირდებოდეს კლინიკური მმართველი ჯგუფის მიერ, სადაც გვაქვს ქაოსი.  იმაზე აპელირება, რომ ჩვენი კლინიკური სექტორი  მსოფლიოში ყველაზე კარგად იმართება, ეს ნამდვილად მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია. სამწუხაროდ, ასე არ არის. აუცილებელია, რეალურად შეხედონ შედეგებს და არ გაიზიარონ ფსევდო დასაბუთებები – შემთხვევებზე გადათვლილი სიკვდილიანობა“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან ინტერვიუში.

იმუნოლოგის თქმით, განცხადებები, რომ ჩვენთან უკეთესი ვითარებაა, ვიდრე გერმანიაში, რეალობას არ შეესაბამება.

„მნიშვნელოვანია ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და მოსახლეობის დაცვა ზედმეტი არასაჭირო კვლევებისა და პრეპარატებისგან. ასევე, კარანტინისა და იზოლაციის ვადების კორექტირება, ინფიცირებულთა დასაქმება და მათი სამუშაო რეჟიმი. საუბარია იმ ხალხის დასაქმების პრობლემასა და მუშაობაზე, ვინც ინფიცირებულია. ჩვენთან, კარანტინისა და იზოლაციის ვადებზე არასწორი მიდგომა არსებობს. ათვლა  სიმპტომების გაჩენიდან უნდა დაიწყოს და არა ვირუსის დადასტურებიდან. რეალურად, თუ ადამიანი სიმპტომებიდან მეოთხე- მეხუთე დღეს ჩაიტარებს ანალიზს და ვირუსი დაუდასტურდება, ამ დღიდან იწყება დათვლა და ის რამდენიმე დღე დაკარგულია. უმდა მოხდეს ამ საკითხის  კორექტირება. ამიტომ, გვაქვს პრობლემა ჯანდაცვისა და სახელმწიფო მუშაკების კუთხით, რომლებიც ინფიცირებულები არიან და რომელთა მუშაობა გადაუდებელია. ასეთი ტექნიკური დეტალების გადაწყვეტა საკმაოდ  მალე უნდა მოხდეს – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართნ ინტერვიუში.

მსგავსი თემები