ნატო-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მზარდია

ნატო-ს ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მზაკვრულ გეგმებზე კიდევ ერთხელ საუბრობს და აცხადებს, რომ შეჭრის რისკი დიდია. იენს სტოლტენბერგის  შეფასებით, რისკი იზრდება.

„რასაც ვხედავთ, არის განგრძობადი სამხედრო გაფართოება, უფრო მეტი და მეტი ძალა, სამხედრო ჰოსპიტლები და ლოჯისტიკა. ჩვენ ასევე ვხედავთ მუქარის შემცველ რიტორიკას რუსეთის მხრიდან.  ჩვენ უკვე გვაქვს ისტორია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

მისივე შეფასებით, ნატო მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა, ეჭვი არც არსებობს, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, აკონტროლებს დონბასის ნაწილს და არის აგრესორი.

 

მსგავსი თემები