დევნილები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ – აქცია სამინისტროსთან

ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულ  პირთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილების სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ და შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ:

·  სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილთა სასწრაფოდ გაყვანა და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შეთავაზება;

·  ქირით მაცხოვრებელ დევნილთა, რომლებიც 28 წელია ქირას იხდიან და სახელმწიფო არაფრით დახმარებია, განსახლება  – ბინით უზრუნველყოფა.

თუ აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან კონკრეტულ პასუხებს და რეალურ დაპირებებს არ მიიღებენ, მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

 

მსგავსი თემები