ამ წუთებში, ჯანდაცვის სამინისტროსთან იძულებით გადაადგილებულ პირთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დევნილების სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებენ და შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ:
· სიცოცხლისთვის საშიშ ობიექტებში მაცხოვრებელ დევნილთა სასწრაფოდ გაყვანა და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შეთავაზება;
· ქირით მაცხოვრებელ დევნილთა, რომლებიც 28 წელია ქირას იხდიან და სახელმწიფო არაფრით დახმარებია, განსახლება – ბინით უზრუნველყოფა.
თუ აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან კონკრეტულ პასუხებს და რეალურ დაპირებებს არ მიიღებენ, მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.