დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან.

გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.

უკრაინაში კრემლის „შეჭრის გარდაუვალობის“ გამო, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა არსებული სიტუაცია განიხილეს.

საუბრისას მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სრულად უნდა იყვნენ დაცულები „რუსული მავნე ქმედებებისგან“. სწორედ ამის გამო, უკრაინაში ელიტარული ბრიტანული სპეცრაზმის 100-ზე მეტი მებრძოლი გაგზავნეს.

მსგავსი თემები