,,ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,საქართველოს პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული, როგორიც უკრაინული კანონია. რაც ამ კანონში წერია, არაფერ კავშირშია საქართველოსთან და საქართველოს პრობლემატიკასთან,” – ამის შესახებ განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს პრობლება არა  ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლაა.

„საქართველოს შემთხვევაში პრობლემა სულ სხვაა და მას შეძლებული ადამიანების პოლიტიკაში მოსვლის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. ეს შეიძლება უკრაინის პოლიტიკასთან იყოს კავშირი, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. საქართველოს პრობლემა არის არა ოლიგარქიზაცია, არამედ სისტემის ერთპიროვნული მმართველობა და ერთპიროვნული მმართველის ყოლა. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციურობასთან დაკავშირებული პრობლემა. ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ხვალ მე რომ მოვიდე, რამდენიმე წელში ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება. ჩვენი პრობლემაა ერთპიროვნული მმართველობა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

„დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა – (mcm.ge)

მსგავსი თემები