რუსეთმა უკრაინაში სრული შეჭრისთვის სამხედრო ძალების უმეტესობა სასაზღვრო ზონაზე უკვე განალაგა

აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში სრული შეჭრისთვის საჭირო სამხედრო ძალის სულ მცირე 70% ადგილზე ჰყავს მობილიზებული და საზღვარზე ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს აგზავნის.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარასკევის მდგომარეობით, რუსეთის არმიამ უკრაინის მახლობლად დააყენა სულ 83 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი. თითოში დაახლოებით 1000 ჯარისკაცამდე შედის.

ოფიციალური პირების განცხადებით, კიდევ 14 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი რუსეთის სხვადასხვა ნაწილებიდან სასაზღვრო ზონისკენ მიემართება. ვარაუდობენ, რომ რუსეთს მიზნად ადგილზე 150 000 ჯარისკაცის ყოლა აქვს განზრახული და უახლოესი კვირების განმავლობაში შესაძლოა მიაღწიოს კიდეც ამ ნიშნულს.

მსგავსი თემები