ავსტრიაში ორ დღეში ზვავი სამჯერ ჩამოწვა, არის მსხვერპლიც

უცხოური მედიის ინფორმაციით, ავსტრიაში, ტიროლში, 2 დღის განმავლობაში, ზვავის გამო, 8 ადამიანი დაიღუპა. სულ, 2 დღეში 3 ზვავი ჩამოწვა. მიზეზი ტემპერატურის მოულოდნელი მატებაა, რამაც თოვლის მასის მოწყვეტა გამოიწვია.

ზვავის უკანასკნელი მსხვერპლი 58 წლის ადგილობრივი კაცი იყო. კიდევ ერთ ზვავს 42 წლის ავსტრიელი მოთხილამურე და გიდი, ასევე, მასთან ერთად მყოფი 4 შვედი დამსვენებელი ემსხვერპლა.

მესამე ზვავს ავსტრიელები – 61 წლის ქალი და 60 წლის კაცი ემსხვერპლნენ. მას შემდეგ, რაც ახლობლებმა მათთან დაკავშირება ვერ შეძლეს, სამართალდამცველებს მიმართეს. სამძებრო სამუშაო კი, მათი ცხედრების პოვნით დასრულდა

მსგავსი თემები