თბილისში ბატკანძერს ძალიან რთული ოპერაცია ჩაუტარდა

რამდენიმე დღის წინ, მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისში, მოქალაქემ დასუსტებული ბატკანძერი იპოვა, რომელსაც ფრენა არ შეეძლო. მან თბილისის ზოოპარკის მიმართა, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობეს.

ზოოპარკში მიყვანის პირველი დღეების შემდეგ, ფრინველი დამშვიდდა და მისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარება ნაკლებად სტრესული და სახიფათო გახდა. აღმოჩნდა, რომ ბატკანძერს გადაყლაპული ჰქონდა საკანცელარიო დანა, რის გამოც, საჭირო გახდა საკმაოდ რთული და ამბიციური ოპერაციის ჩატარება, რომელსაც “ვეტექსის” გუნდი საოცარი გამოცდილებით გაუმკლავდა. ვიმედოვნებთ, ფრინველი სარეაბილიტაციო კურსსაც წარმატებით გაივლის და სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება ველურ ბუნებას. ამ საქმეზე კი თბილისის ზოოპარკი და მისი თანამშრომლები იზრუნებენ. აცხადებენ ორგანიზაციაში – “ბუნების კონსერვაცია საქართველო”.

მსგავსი თემები