დავით კირკიტაძე:”აქაურობას პროტესის ნიშნად ვტოვებთ, ეს სასამართლო არ არის, თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და პარლამენტის წევრმა დავით კირკიტაძემ საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზი დატოვეს მისმა მოკავშირეებმა და მხარდამჭერებმაც.

“მე ვარ ადამიანი, რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო ეს სისხლის სამართლის საქმე, მე ვარ ადამიანი, რომელმაც პოლიცია საკუთარი ტელეფონიდან გამოიძახა, როცა ჩვენ ოფისს თავს დაესხნენ. მშვიდობიან ადამიანებს თავს დაესხნენ, მე ამ ადამიანებს ვუხდი ბოდიშს, რომ მაშინ მათი ღირსება ვერ დავიცავი. პოლიცია არ გამოცხადდა და მოიმიზეზეს, რომ ოფისი შეეშალათ და სხვაგან წავიდნენ. საზოგადიებას ვაჩვენებთ, როგორ აყენებდნენ იქ პოლიციას შეურაცხყოფას და როგორ წავიდნენ იქიდან, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები დაეცვათ. აქ “ქართულ ოცნებას” ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა და არჩევნები წააგო. ჩემი საქციელით დავიცავი ღირსება. არ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას და მოსმენას, რაც აქ მოხდება. ქართული სასამართლო არ არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია იპოვოს სამართალი. ამის აშკარა მაგალითი მიხეილ სააკაშვილის თავისულფების აღკვეთაა, ჩვენ მის თავისულფებას მოვითხოვთ, პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დარბაზს”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ სასამართლო დარბაზში.

მსგავსი თემები