მამაკაცი, რომელსაც მამამ დანა 30-ჯერ დაარტყა, გარდაიცვალა

47 წლის მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის უკან საკუთარმა მამამ დაჭრა, დღეს გარდაიცავალა. მისი 82 წლის მამა კი პატიმრობაშია.

პაციენტი ,,გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. მას ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა.

როგორც მკვლელობაში ბრალდებული  82 წლის კარლო მეგრელიშვილი აცხადებს, ის წლების განმავლობაში შვილის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.

 

მსგავსი თემები