ბათუმის სასპორტო სკოლამ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

ბათუმის სასპორტო სკოლამ თავისუფალ ჭიდაობაში მე–3 ტრადიციულ, საერთაშორისო ტურნირს – „ქოლგიანი დელფინი ცანა” უმასპინძლობდა.

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ტურნირი, ჭაბუკთა ასაკში,10წ/კგ–ში მიმდინარეობდა. პირველობას 6 ქვეყნის 156 ფალავანი იბრძოდა. ტურნირში, აჭარის ჭაბუკთა ნაკრების სახელით ბათუმის სასპორტო სკოლის 6 აღსაზრდელი ასპარეზობდა და 51 წ/კგ –ში ზური ჯაყელიძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

როგორც „მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, შეჯიბრების მიზანი წარმატებული სპორტსმენების გამოვლენა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების დაკომპლექტება იყო. ტურნირში, საქარველოს სახელზე სულ სამი ოქროს ,7 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.

 

მსგავსი თემები